ახალი ამბები

სააკაშვილი შევარდნაძეს ულტიმატუმს უყენებს

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას პრეზიდენტ შევარდნაძეს შესთავაზა “მოვიდეს საპროტესტო აქციაზე და შეხვდეს თავის ხალხს”.

“თუ იგი [შევარდნაძე] ასეთი მამაცია, როგორც ის აცხადებს, მოვიდეს აქ და ჩახედოს თვალებში იმ ხალხს, რომელიც მის გადადგომას მოითხოვს. მე გარანტიას ვაძლევ, რომ არავინ არ შეეხება მას. თუ ერთი საათის განმავლობაში, 5.30-მდე, შევარდნაძე არ მოვა აქ, ის ჩემთვის პრეზიდენტი აღარ იქნება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

25 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა დღეს პარლამენტის შენობის წინ. ისინი პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვენ.

Back to top button