
ახალი ამბები
სამართალდამცავები ნაციონალებს კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არ უშვებენ
(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ დღეს შიმშილობის აქციის დაწყებას ცდილობდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს.
კანცელარიის შენობის წინ მობილიზებული სპეცრაზმისა და შინაგანი ჯარის ნაწილებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ვერ შეძლეს შიმშილობის აქციის დაწყება, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად იგეგმებოდა.