ახალი ამბები

სამართლიანი არჩევნები არჩევნების დროს დარღვევების დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამართლიანი არჩევნების  აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დღის განმავლობაში ცალკეულ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პოლიციელთა აქტივობა ამომრჩეველებზე გარკვეული ზეწოლის მიზნით.

ასევე რამდენიმე საარჩევნო უბნიდან გამოყარეს სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები. ზოგან კი საერთოდ არ შეუშვეს. თბილისში ნაძალადევის #49-ე უბნიდან მოხდა საარჩევნო ყუთის გატაცება.

“ამ დარღვავების მიუხედავად ჯერ კიდევ არსებობს შანსი არჩევნების საბოლოო შდეგების გადარჩენის” – განაცხადა დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Back to top button