ახალი ამბები

ქუთაისის რაიონში საარჩევნო უბნებზე დარღვევებია დაფიქსირებული

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქუთაისის საარჩევნო ოლქში ამ დროისათვის 102 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 29 უბანია გახსნილი. უმეტეს უბნებში არ არის გადაგზავნილი ამომრჩეველთა სიები და ბიულეტენები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნანა დევდარიანის ინფორმაციით, ქუთაისში დროულად მოხდა ბიულეტენების გადაგზავნა. მისი თქმით, მართალია, ბევრი უბანი დაგვიანებით გაიხსნა, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არჩევნების ჩაშლის მიზეზი.

Back to top button