
ეუთოს დამკვირვებელთა მისია მზად არის არჩევნებზე მონიტორინგი განახორციელოს
(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთოს დამკვირვებელთა მისიამ ჯულიან ფილ იეითსის ხელმძღვანელობით დღეს არჩევნების მედია ცენტრში პრესკონფერენცია ჩაატარა.
ჯულიან ფილ იეითსიმ განაცხადა, რომ ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები უკვე ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი აწარმოონ.
სულ, ეუთოს 450 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელი მიიღებს მონიტორინგში მონაწილეობას.
ეუთოს დამკვირვებელთა მისია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასაც ეწვია იქ არსებული წინასაარჩევნო სიტუაციის შეესწავლის მიზნით. შეხვედრების შედეგად გადაწყდა ეუთოს დამკვირვებელთა გაგზავნა აჭარაში.
ეუთოს მისია არჩევნების ჩატარების თაობაზე პირველ შეფასებას 3 ნოემბერს გააკეთებს, ხოლო საბოლოო დასკვნა ერთი თვის შემდეგ იქნება მზად.
რაც შეეხება ამომრჩეველთა სიებს, ჯულიან ფილ იეითსიმ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია სიებთან დაკავშირებული პროცესები, თუმცა კომენტარისგან თავი შეიკავა.