ახალი ამბები

შსს-მ სამტრედიაში აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე აღძრა

(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიაში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური მოძრაობის “იბერია გაბრწყინდება” ლიდერებზის გურამ აბსანძისა და ნოდარ ნათაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.

“სამტრედიაში გამართულმა აქციამ და რკინიგზის გადაკეტვამ დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს რკინიგზას. ამის გამო საჭიროა დამნაშავე პირების სათანადო დასჯა”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების დროს თუ რომელიმე პარტიის მხრიდან მსგავსი ქმედება დაფიქსირდება, სავსებით შესაძლებელია ამას მოჰყვეს დესტაბილიზაცია, თუმცა, შს მინისტრის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები მობილიზებულნი არიან და არ დაუშვებენ ვითარების გართულებას.

სამტრედიაში საპროტესტო აქცია მოძრაობა “იბერია გაბრწყინდება”-ს ლიდერებმა 27 ოქტომბერს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მოთხოვნით დაიწყეს და რკინიგზა გადაკეტეს, რამაც შეაფერხა სარკინიგზო მიმოსვლა. აქცია 28 ოქტომბერს გამთენიისას დასრულდა. სამტრედიაში მობილიზებული იყო შინაგანი ჯარების ნაწილები.

Back to top button