აშშ მიესალმება სუუამ-თან ერთობლივი პროექტების განხორციელებას

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 26 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტი ელიზაბეტ ჯონსი და სუუამ-ის ხუთი ქვეყნის (აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, უზბეკეთი) ელჩები რეგიონალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებს ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი პროექტების შემდგომ განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

სუუამ-ის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აშშ-სუუამ-ის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ის პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების გაზრდას და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლას, პირდაპირ სარგებელს მოუტანს სუუამ-ის წევრი ქვეყნების მოსახლეობას, – აღნიშნა ელიზაბეტ ჯონსმა.

“ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება და მხარს უჭერს სუუამ-ის გადაწყვეტილებას მოიპოვოს დამკვირვებელთა სტატუსი გაეროს გენერალურ ასამბლეაში”, – ნათქვამია აშშ-სუუამ-ის შეხვედრის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version