
ახალი ამბები
სახელისუფლებო ბლოკი კანდიდატთა სიებზე ვერ თანხმდება
(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” ხელმძღვანელობა გუშინ მთელი ღამის განმავლობაში დეპუტატობის კანდიდატთა სიებს განიხილავდა.
ბლოკის არცერთმა ლიდერმა სიის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
სახელისუფლებო ბლოკმა, რომელიც ცხრა პარტიას და მოძრაობას აერთიანებს, შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია.
2 ოქტომბერი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების კანდიდატთა სიების წარდგენის ბოლო ვადას წარმოადგენს.