ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი კანონის დაცვას მოითხოვს

(თბილისი, 26 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე დღეს ბოლნისის რაიონში ერთიანი ნაციონალურ მოძრაობისა და სახელისუფლებო ბლოკის დაპირისპირების წინააღმდეგ გამოვიდა.

“ვინც საქართველოს კანონს არღვევს, ოპოზიციაა თუ პოზიცია ყველამ პასუხი უნდა აგოს”, – განაცხადა დღეს ავთანდილ ჯორბენაძემ.

ბოლნისში დაპირისპირება სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებს და, პოლიციას ნაციონალურ მოძრაობის წევრებთან მოუვიდათ ნაციონალების ბოლნისში ჩასვლის გამო. დაშავებულია ორივე მხარის წარმომადგენლები. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

Back to top button