ახალი ამბები

სვანეთში ანტიკრიმინალური ღონისძიებები დაიწყო

(თბილისი, 9 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი დღეს დილით სვანეთში გაემგზავრა რეგიონში მყოფი კრიმინალების წინააღმდეგ სპეციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით.

შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დღეს ასევე ჩავიდა სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად და ადგილობრივ პოლიციასთან შემდგომი მოქმედებების გეგმის განსახილველად.

აგვისტოს ბოლოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ძალოვან სტრუქტურებს სვანეთში კრიმინოგენული სიტუაციის მოგვარება მოთხოვა.

Back to top button