
ახალი ამბები
ბარამიძემ სახელისუფლებო ფრაქციები საარჩევნო კოდექსის განხილვის ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა
(თბილისი, 21 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არასებობის გამო დღის მეორე ნახევრისთვის გადაიდო. ფრაქცია “დემოკარტების” თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ სახელისუფლებო ფრაქციების წარმომადგენლები სხდომაზე გამოუცხადებლობასა და საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვის ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა.
“ამით ნათლად გამოჩნდა, როგორ უკეთებენ ბლოკირებას პრეზიდენტის პარტიები იმ საარჩევნო პროექტს, რომელიც ჯეიმს ბეიკერმა წარმოგვიდგინა 10 პუნქტის სახით და რომლის შესრულების პირობაც საქართველოს პრეზიდენტმა მის წინაშე დადო”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
იგი იმ დეპუტატების სიების გამოქვეყნებას მოითხოვს, რომლებიც არ ესწრებიან დღევანდელ სხდომას.