ახალი ამბები

თურქეთი საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას დააფინანსებს

(თბილისი, 4 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თურქეთი მზად არის საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დააფინანსოს და ამისათვის საჭირო რაოდენობის თანხები გამოყოს.

ამის თაობაზე შეთანხმება თურქეთში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას სამდღიანი ვიზიტის დროს იქნა მიაღწეული. მინისტრი თავის თურქ კოლეგას შეხვდა.

ვიზიტის დროს მხარეები შეთახმდნენ, რომ ფარავანში დაიწყება 200 მგვტ-იანი სადგურის მშენებლობა. ასევე საქართველოს გავლით თურქეთის ტერიტორიაზე მოხდება ელექტროენერგიის ტრანზიტი.

ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის, თუ რა თანხებთან არის დაკავშირებული ახალი სადგურის მშენებლობა, თუმცა არსებობს პროექტი.

Back to top button