ახალი ამბები

შევარდნაძის თქმით, ჩეჩნების ექასტრადიციას ევროსასამართლო აბრკოლებს

(თბილისი, 11 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “რუსეთისთვის 8 დაკავებული პირის გადაცემა საერთაშორისო შეთანხმებებისა და ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს რეკომენდაციების შესაბამისად მოხდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის დღევანდელ ტრადიციულ რადიო-ინტერვიუში.

პრეზიდენტის თქმით, დაკავებულთა გადაცემა გადაიდო ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს რეკომენდაციით, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შეაჩეროს დაკავებულთა გაცემა რუსეთისთვის 26 ნოემბრამდე, ვიდრე სასამართლო მათ მასალებს შეისწავლის.

6 ოქტომბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძე თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს დაპირდა, რომ ქართული მხარე თბილისში წინასწარ პატიმრობაში მყოფ 8 ჩეჩენს გადასცემდა.

3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის საზღვართან 13 შეიარაღებული პირი დააკავეს, რომელთაგან 5 ქართულმა მხარემ უკვე გადასცა რუსეთის ხელისუფლებას.

Back to top button