
ოპოზიცია ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო მთავრობის გადადგომას მოითხოვს
(თბილისი, 1 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ხუთი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია – ახალი მემარჯვენეები, მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის, გაერთიანებული დემოკრატები, ახალი აფხაზეთი და ტრადიციონალისტი 2002 წლის ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო მთავრობის გადადგომას მოითხოვს. ამ ფრაქციებმა დღეს მიმდინარე წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. მათი ვარაუდით, წლის მიწურულისთვის ბიუჯეტი 177 მილიონი ლარით გაირღვევა. ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი, რომელიც ფრაქციათა შეხვედრას ესწრება, ოპოზიციას არ ეთანხმება. ოპოზიციური ფრაქციები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა გაათავისუფლოს ყველა ეკონომიკური პროფილის მინისტრი, მათ შორის სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელმაც ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მთლიანად თავის თავზე აიღო.