
ცსკო-მ 2 ივნისის არჩევნების ხმები უნდა გადაითვალოს
(თბილისი, 20 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის სარჩელი და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 ივნისს თბილისის ადგილობრვ არჩევნებზე მიცემული ხმების ხელახლა გადათვლა დაავალა. “ეს არის ძალიან სერიოზული პრეცედენტი, რაც იმედს იძლევა, რომ მომავალში არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდება”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა კობა დავითაშვილმა. დღემდე ცსკო-ს მიერ დათვლილი ხმების თანახმად, თბილისის ადგილობირივი თვითმმართველობის არჩენვებზე ლეიბორისტული პარტია ლიდერობს და მას მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა მოსდევს. სააკაშვილმა სარჩელი საოლქო სასამართლოში არჩენვების მეორე დღესვე შეიტანა, ვინაიდან არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიიჩნია. მოგვიანებით ნაციონალურმა მოძრაობამ და ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის საკრებულოსთვის ალიანი შექმნეს. ნაციონალური მოძრაობის გარდა არჩენვების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საოლქო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვთ სახალხო მოძრაობას, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, სოციალისტებს და სხვებს.