
ახალი ამბები
საქართველო-სომხეთის პარლამენტთა შორის თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა
(თბილისი, 20 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ერევანში საქართველო-სომხეთის პარლამენტთაშორის თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ და, შესაძლოა, სამცხე-ჯავახეთში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელონ. ქართულ დელეგაციეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობს, სომხურ დელეგაციას კი – სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერი ტიგრან ტოროსიანი. კომისიის ბოლო სხდომა 1999 წლის 26-28 მაისს გაიმართა. სამწლიანი შესვენების მიზეზი ორივე ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვიტარება გახდა.