სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „სასამართლოს დამოუკიდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე, უმრავლესობა არ გაივლიდა რეგისტრაციას, რაც მოსამართლეების მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის აქტს წარმოადგენს“. რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.
კომისიის შექმნის ინიციატივით ოპოზიცია გასულ კვირას გამოვიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო ოთხ ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/04/2023 – ირაკლი ღარიბაშვილი: „სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს“
- 07/04/2023 – „ზიანდება ქვეყნის იმიჯი“ – პრეზიდენტი ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე
- 07/04/2023 – კელი დეგნანმა „მთავართან“ და „იმედთან“ ინტერვიუში მოსამართლეთა სანქცირებაზე ისაუბრა
- 05/04/2023 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „კორუფციის“ გამო 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა