„ქართული ოცნების“უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია

25 ნოემბერს, პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ, დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს. წინა პარლამენტიდან ბევრმა დეპუტატმა თანამდებობა შეინარჩუნა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელსაც მე-10 მოწვევის პარლამენტში იგივე თანამდებობა 2021 წლიდან ეკავა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ლეგიტიმურობას, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ სხდომა მაინც მოიწვია. საპასუხოდ, ასობით მოქალაქემ, რომლებიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს, პარლამენტის პირველი სხდომა საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარედ გააპროტესტა.

გიორგი ვოლსკიმ და ნინო წილოსანმა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და ვიცე-სპიკერის პოსტები შეიმარჩუნეს. პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი კულტურის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი გახდა.

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები გახდნენ:

რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეებმა თანამდებობები შშეინარჩუნეს. ესენია: აგრარული, ადამიანის უფლებათა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, საფინანსო და ჯანდაცვის კომიტეტები.

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გიორგი კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დროებით, მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამის შემდეგ, იგი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება. მისი შემცვლელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ გორდულაძე იქნება.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მალე საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ. მისი თქმით, მათი ყოფნა პარტიულ სიაში „ფორმალური“ იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Exit mobile version