აშშ-ის მიერ სანქციების დააანონსების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

24 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „დროამ“, „ლელო საქართველოსთვის“, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და რესპუბლიკურმა პარტიამ, იმ პირების მიმართ, ვინც „ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში“ და მოუწოდა მათ გადავიდნენ „სიმართლის მხარეს“. 

განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ დემოკრატიის შელახვისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკისა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ზედმიწევნით გადახედვის დაანონსება, ასევე სენატის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებისა და პოლიტიკის საპასუხოდ, სანქციებს დაუწესებს საქართველოს ოფიციალურ პირებს, საგარეო დახმარებას გადახედავს და ხელახლა შეაფასებს არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.

„ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური  მომავლის დაცვის საქმეში“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. „აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს“.

ოპოზიციური პარტიები მიმართავენ იმ ადამიანებს, რომლებიც „ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში“, რომ გადავიდნენ „სიმართლის მხარეს“ და იბრძოლონ ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის. „ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან“, – აცხადებენ პარტიები.

„საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს! კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version