პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონში მარეგულირებელი განმარტებებია საჭირო

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 19 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც არ არის ნათქვამი, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ეწინააღმდეგება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, მაგრამ მითითებულია, რომ ამ მხრივ სერიოზული ხარვეზები არსებობს. სამსახურში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ რეგულაციები უნდა მიიღოს ამ ხარვეზების გამოსასწორებლად.

აღნიშნავს რა, რომ კანონის მე-2 მუხლში „მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი სუბიექტი არის მხოლოდ ორგანიზაცია“, სამსახური აცხადებს, რომ „კანონპროექტის ცალკეული ნორმები შეიცავს ჩანაწერს პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავების შესახებ“. განცხადებაში ნათქვამია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერი პროცესის კანონიერებისთვის აუცილებელია სახეზე იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემთა დამუშავების უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები და მონაცემთა სუბიექტებს გააჩნდეთ მონაცემთა სუბიექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ყველა უფლების რეალიზების შესაძლებლობა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნავს, რომ „მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტის მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონკრეტული სამართლებრივი აქტების მეშვეობით მოწესრიგდეს კანონპროექტს მიღმა დარჩენილი მონაცემთა დამუშავების  პროცესები“, რაც გულისხმობს – თუმცა პირდაპირ არ ამბობს – რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს.

მართალია „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონი მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, 17 მაისს გაირკვა, რომ კანონი ირიბად ინდივიდუალურ პირებსაც ეხება. კერძოდ, არლამენტის მიერ 14 მაისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებული „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონის საბოლოო ვერსიაში ცვლილება შევიდა, რაც ახლა „უცხოური გავლენის“ აგენტების შესახებ მონაცემების გაუმხელობისთვის ფიზიკური პირების დაჯარიმებასაც ითვალისწინებს.

სხვა საკითხები

განცხადებაში ასევე საუბარია კანონთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, რომლებიც სამსახურის კომპენტენციაში შედის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Exit mobile version