მედიაომბუდსმენი ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს

მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენი“ 28 აპრილიდან 1 მაისის პერიოდში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და ხაზს უსვამს, რომ სპეცრაზმელების სამიზნე სხვადასხვა მედია საშუალებების თანამშრომლები იყვნენ.

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა ტვ „პირველის“ ოპერატორს ნიკო კოკაიას, საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს, ასევე ტვ „პირველის” ჟურნალისტს და ოპერატორს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს. სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა აი, ფაქტი • ifact.ge ჟურნალისტი რობი ზარიძე. ამასთანავე, თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive • ახალი ამბები ჟურნალისტი გიგა გელხვიძე.

ჟურნალისტების და ოპერატორების ინტერესების გათვალისწინებით, „მედიაომბუდსმენმა“ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ორგანიზაციამ 2024 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის 14 შემთხვევის შესახებ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას, 2023 წლის მარტიდან კი, როდესაც კანონპროექტი პირველად დაინიცირდა, მედიის მხარდასაჭერად 21 საქმეს აწარმოებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version