სოციალური სამართლიანობის ცენტრი: მშვიდობიანი დემონსტრანტისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 17-18 აპრილის ღამეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიანი მონაწილისთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და რეპრესიული ფორმით აქციის მონაწილეების დაშინებასა და პროტესტის ჩახშობას ისახავდა მიზნად.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ანდრო ჭელიძე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის შაბლონური საფუძვლით დააკავა. დაკავების მომენტში და ძველი თბილისის I სამმართველოში გადაყვანისას ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს მასზე. აქციაზე ანდრო ჭელიძესთან ერთად დააკავეს აქციაზე მყოფი ლუკა ირემაშვილი, რომელიც დაკავებულზე ძალადობის მობილურით გადაღებას ცდილობდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „დაკავებული აქციის მიმდინარეობისას მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს სამართალდარღვევას“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ დაზარალებულის თანხმობით სასამართლოს წარედგინა და ონლაინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად ანდრო ჭელიძეზე. ძირს წაქცეულ აქციის მონაწილეს ორი პოლიციელი ფეხებს ურტყამს, დანარჩენი სამართალდამცავები კი ფაქტს რეაგირების გარეშე უყურებენ. „ანდრო ჭელიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ, ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ცნო პირი სამართალდამრღვევად და მის მიმართ ყველაზე მკაცრი სახდელი – ადმინისტრაციული პატიმრობა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამოიყენა. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინიტრო მოითხოვდა ანდრო ჭელიძის მიმართ უმკაცრესი სახდელის გამოყენებას, რომელსაც მსუსხავი ეფექტი ექნებოდა შეკრებისა და მანიფესტაციების სხვა მონაწილეების მიმართაც.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის შეფარდების შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ორგანიზაციის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ადმინისტრაციული პატიმრობა უკანონოა, როდესაც სასამართლო ვერ წარმოადგენს მკაფიო მიზეზებს პიროვნებისთვის პატიმრობის შესაფარდებლად. „თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ანდრო ჭელიძისთვის პატიმრობის შეფარდება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას არღვევს მისი თვითნებური და არაპროპორციული ხასიათის გამო“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი გაუმართლებლად მიიჩნევს აქტივისტების უსაფუძვლოდ დაკავებისა და მათ მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული სახდელების გამოყენების მანკიერ პრაქტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია:

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version