სასამართლოს გუშაგი სასამართლო სისტემას აკრიტიკებს და რეფორმებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სასამართლოს გუშაგმა 30 ნოემბერს გამართა ღონისძიება „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თამაშის წესები“, სადაც სასამართლო რეფორმებში შედეგების ნაკლებობა გააკრიტიკა და წარმოადგინა შეფასებები და რეკომენდაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.

სასამართლოს გუშაგმა განაცხადა, რომ დღეს არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესები არ ემსახურებოდა სასამართლოს რეფორმირების დეკლარირებულ მიზანს და დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას. მეტიც, სასამართლოში არსებული არაფორმალური ძალაუფლების გამყარებისთვის ბოლო წლებში დამატებითი სამართლებრივი ბერკეტები ამოქმედდა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია როგორც მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხზე, ისე ზოგადად სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის – დაუბალანსებელი და არაფორმალური ძალაუფლებით, საკადრო პოლიტიკით, მოსამართლის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების ბერკეტებით, სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების ნაკლებობითა და განუხორციელებელი სამოქმედო გეგმებით.

აღნიშნა რა, რომ სასამართლო რეფორმის პროცესში საკვანძო როლი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკისრია, რომლის უფლებამოსილების ხარისხი და საქმიანობის პრინციპები არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს და არ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზანს, ორგანიზაციამ რეკომენდაციების პაკეტი წარმოადგინა:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version