აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 19 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ერიკა ოლსონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს, რა დროსაც ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების საჭიროებას.  

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა და ოლსონმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო, რა დროსაც „ხაზი გაესვა პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას“.

მხარეებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესიც განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version