პრეზიდენტი: უნდა აიკრძალოს მათი საქმიანობა, ვინც კონსტიტუციურ ევრო-ატლნტიკურ გზას ეწინააღდეგება

„ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ [ევრო-ატლანტიკურ] გზას“, – განაცხადა 2 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის პასუხად, რომელმაც დღეს უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტების საკომიტეტო განხილვისას თქვა, რომ „ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის“.

„ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია“, – დაწერა Facebook-ზე პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება“.

„ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

ასეე წაიკითხეთ:

Exit mobile version