„საია“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანური მმართველობის“ პრობლემაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 21 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მორიგი, 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომელშიც სისტემის მთავარ გამოწვევად „კლანური მმართველობაა“ დასახელებული.

ანგარიშის თანახმად, საბჭოში „კლანურ მმართველობას“ მისი წევრების შერჩევის წესიც უწყობს ხელს, რომლის მეშვეობითაც „საბჭოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან“. „საია“ საბჭოს წევრად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვის წესის გაუქმების პრობლემურობასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მუდმივად შევსებულია ე.წ. „თავმჯდომარეების კვოტაც“, ამასთან კვლავ ვაკანტურია 5 არამოსამართლე წევრის ადგილიც.

„საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ „პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა გადაყვანა/დაწინაურების საკითხიც“.

„მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და უკონკურსოდ გადაყვანა, მოსამართლეების მივლინების შეცვლილი წესი, „კლანისთვის“ მნიშვნელოვანი ბერკეტია გავლენის მოსაპოვებლად. „კლანი“ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს“.

ანგარიშის მიხედვით, „კლანის ძალაუფლების“ ერთ-ერთი ბერკეტი სასამართლოს თავმჯდომარეებიც არიან და „კლანის ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა“. „ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევენ“.

დოკუმენტში მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების ვადების გაჭიანურებაზეც არის ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულია, რომ საბჭოს 2022 წელს შეტანილი არცერთი საჩივარი არ განუხილავს. ეს კი მაშინ, როდესაც განხილვის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან, 2022 წელს „საგანგაშოდ გაუარესდა“ სხდომების ორგანიზებაც. „სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის 3 სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნების ვადა არცერთ შემთხვევაში არ დაუცავს. მუდმივად იცვლებოდა სხდომის ჩატარების დღე და საათი. მაგ: ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით პერიოდში საბჭოს სხდომა 31-ჯერ ჩაინიშნა, 11-ჯერ სხდომა ჩატარდა, ხოლო 20-ჯერ გადაიდო“.

რეკომენდაციები

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უწრუნველყოს:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version