„გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა 16 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტის შეფასებისას.
მისივე თქმით, „შემოთავაზებული [კანონპროექტი] გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან“. „ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – ხაზი გაუსვა ნედ პრაისმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ისიც აღნიშნა, რომ „აშკარად მცდარია“ „ხალხის ძალის“ განცხადება, თითქოს კანონპროექტი აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA) ეფუძნება და დასძინა – „მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)