ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) 14 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია, 14 კი – უცხო ქვეყნის მოქალაქე.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები საკონტროლოდ რამდენჯერმე შეიძინეს და პროცესი ფარულად გადაიღეს. ამასთან, პოლიციამ დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას გასაყიდად გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, მათ შორის, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „სუბოქსინი“, „ექსტაზი“, „ლსდ“, „მეტადონი“ სხვ.

დაკავებულების მიმართ გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობის, ასევე, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის მუხლებით მიმდინარეობს. მათ 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version