შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგს სტუმრობს, სადაც იგი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებს – მარკ სპაუცსა და ჯუნა ბერნარსა და პარლამენტის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ლუქსემბურგთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლუქსემბურგელ კოლეგებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესიც გააცნო.

ამავე ინფორმაციით, თავის მხრივ, ლუქსემბურგმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის წევრობის გზაზე.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეეხნენ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, აგრეთვე, საქართველოს მზარდ სატრანზიტო როლსა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version