საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ 31 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.7.%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.
ამავე პერიოდში, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.
2022 წლის პირველ შვიდ თვეში ეკონომიკა საშუალოდ 10.3%-ით გაიზარდა.
ასევე წაიკითხეთ: