ფოტოამბავი: წინასაარჩევნო კამპანია 30 ოქტომბრის მეორე ტურების წინ
თამარ მეფის გამზირზე ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატების - კახა კალაძის და ნიკა მელიას საარჩევნო ბანერები, მათგან პირველი ამომრჩევლებს გამარჯვების ბოლომდე მიყვანისკენ მოუწოდებს, მეორე კი - 100 სტუდენტს ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსებას ჰპირდება, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge
30 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით, 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი) მერობის, ასევე 24 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში 42 მაჟორიტარული მანდატისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართება. 2 ოქტომბერს ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა 44 მუნიციპალიტეტში გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვეს.
„სამოქალაქო საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა, ოთარ კობახიძემ თბილისისა და ბათუმის ქუჩებში საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პოსტერები ფოტოებში ასახა.