დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების სია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარობის მსურველთა სია გამოაქვეყნა. ცესკოს მონაცემებით, 10 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებისთვის ჯამში 138 კანდიდატი იბრძოლებს, რომლებიც 22 სხვადასხვა პარტიის სახელით იყრიან კენჭს, ერთი კი – საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელია.

რეგისტრირებული 138 კანდიდატიდან 34 ქალია, 104 კი – მამაკაცი.

პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ახლახან მიღებული ცვლილებებით, რომლებიც ევროკავშირის შუამავლობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის 10 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული კანდიდატების სიაა წარმოდგენილი:

მთაწმინდა – ოლქი N1

 ვაკე – ოლქი N2 

საბურთალო – ოლქი N3 

კრწანისი – ოლქი N 4

ისანი – ოლქი N5

სამგორი – ოლქი N6

ჩუღურეთი – ოლქი N7

დიდუბე – ოლქი N8

ნაძალადევი – ოლქი N9

გლდანი – ოლქი N10

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version