შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 ივნისის განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს. მან ამ პოსტზე კახაბერ მურადაშვილი შეცვალა, რომელსაც თანამდებობა 2021 წლის იანვრიდან ეკავა.
შსს-ს ცნობით, ალადაშვილს, რომელიც ამ დრომდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, სამართალდამცველ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.
ასევე წაიკითხეთ: