ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. „სასამართლომ“ სოფელ გუგუტიანთაკარის მკვიდრს, რამაზ ბეღელურს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „სამოქალაქო საქართველოს“ ინფორმაცია 9 თებერვალს დაუდასტურეს.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბეღელური გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2 თებერვალს დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის რეგიონში, როკის გვირაბის მონაკვეთზე საქართველოს კიდევ მოქალაქე დააკავეს.
ასევე წაიკითხეთ: