საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 10 ნოემბერს გამართულ აუქციონზე 50 მლნ ლარის ღირებულებისა და 12 თვიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.
სამინისტროს ცნობით, აუქციონში მონაწილეობა 3-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მთლიანმა მოთხოვნამ 80 მლნ ლარი შეადგინა.
უწყებისვე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.130%, საშუალო შეწონილი 8.152%, მაქსიმალური კი – 8.170% იყო.
ასევე წაიკითხეთ: