საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
სებ-ის ინფორმაციით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2237 ლარი იყო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში (20-27 ოქტომბერი) დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი საშუალოდ 3.2117-3.2285 ლარს შორის მერყეობდა.
მოცემული მომენტისთვის, 1 აშშ დოლარი 3.2285 ლარი ღირს. 28 ოქტომბერს 1 აშშ დოლარი 3.2242 ლარი ეღირება.
ასევე წაიკითხეთ: