საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 14 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამავე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 94 მლნ ლარი შეადგინა.
სებ-ის განმარტებით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100%, საშუალო შეწონილი 8.295%, ხოლო მაქსიმალური 8.350% იყო.
ასევე წაიკითხეთ: