პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე აირჩია

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე აირჩია, რომლებიც ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში თანამდებობებს უვადოდ დაიკავებენ. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს და ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთი თვის წინ გასულმა დეპუტატებმა. სხდომას არც პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები დასწრებიან.

ახლად არჩეულ მოსამართლეებს შორის არიან:

ახლად არჩეულ მოსამართლეებს შორის სამი მოსამართლე – მერაბ გაბინაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ნინო ქადაგიძე – იყო მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა, რასაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის რღვევა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის 2019 წლის მაისამდე გადადება მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატმა დეპუტატების საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათ შორის, არიან:

პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას წინ უძღოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომიტეტის დასკვნის წარდგენის მიზნით, მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი. თამარ ალანიამ, პაატა სილაგაძემ, გოჩა ჯეირანაშვილმა, ლაშა ქოჩიაშვილმა და  შოთა გეწაძემ მხარდაჭერა ვერც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოიპოვეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთმა კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ თავისი კანდიდატურა 2 დეკემბერს მოხსნა, ამიტომ პლენარულ სხდომაზე მისთვის კენჭი აღარ უყრიათ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ჩატარებულ კენჭისყრამდე და კანდიდატების თაობაზე დასკვნის მომზადებამდე, კომიტეტმა, 23 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში, საჯარო სხდომებზე, მოსამართლეობის 20 კანდიდატთან ინდივიდუალური გასაუბრებები გამართა.

საკომიტეტო განხილვა ერთ-ერთი ეტაპი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც 2019 წლის მაისში დაიწყო და მიზნად ისახავდა უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეთა რაოდენობის 8-დან 28-მდე გაზრდას.

მოსამართლეთა შერჩევის რამდენიმეთვიანი პროცესი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა, რომლებიც ქართულ ოცნებას მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან გარიგებასა და სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვა დღესაც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version