საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე კვლავ განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დააბრუნეს. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
განათლების მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 7 ნოემბერს თანამდებობა დატოვა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება „პირადი მიზეზით“ მიიღო“.მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა და თანამდებობა მხოლოდ რვა თვის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის ივლისში ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლდა და მის ადგილას მიხეილ ბატიაშვილი დანიშნა.
მიხიელ ჩხენკელს გამინისტრებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობა ეკავა. მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, იგი განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველად დაინიშნა და ამ მოვალეობას დღემდე ასრულებდა.მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის დროს მოხდა ხორავას ქუჩის ტრაგედია, რომელსაც ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიხეილ ჩხენკელი ქართული ოცნების მთავრობის რიგით მეექვსე განათლების მინისტრია.
წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)