ერიკ ფურნიე: ”დემოკრატიას შეურაცხყოფა მიაყენეს”

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ პარლამენტთან მოპიკეტეებსა და სამართალდამცავებს შორის 12 ივნისს მომხდარ დაპირისპირებაზე სპეციალური განცხადება გააკეთა და ყველა პარტიას მოუწოდა თავი შეიკავოს ძალადობის პროვოცირებისაგან.

”ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ქვები ესროლეს. დემოკრატიას შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე შეურაცხყოფა მიაყენებს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, რომელიც საქმის გასარკვევად ადგილზე მივიდა,”- განაცხადა ფურნიემ 13 ივნისს ქართულ ენაზე წაკითხულ განცხადებაში.

”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა  პოლიტიკურ პარტიას თავი შეიკავოს ძალადობის პროვოკაციისაგან,”- განაგრძო მან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაწყებული კონსულტაციების გაგრძელდება. ჩემს ევროპელ კოლეგებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაცული იქნას  კანონი და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიის ყველა ფორმას”.  

გუშინ პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც პირველად შედგა ორ თვეზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ, რაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობას უკავშირდებოდა, დაპირისპირება მოხდა ოპოზიციის ახალგაზრდული ჯგუფის აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის. აქტივისტებმა ასევე შეურაცხყვეს რიგი დეპუტატები. ადგილზე ვითარების გასაცნობად მივიდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან ჟესტრაბი. პოლიციამ გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ხუთი აქტივისტი დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version