ოფიციალური პირების თქმით საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტის უფლებამოსილებას შეამცირებს

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხორციელების ინიციატივით გამოდის, რომელიც ითვალისწინებს საპრეზიდენტო უფლებამოსილების შემცირებას პარლამენტის სასარგებლოდ, განაცხადეს დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.

თუმცა, მისი თქმით, პროექტი ჯერ არ დასრულებულა და დეტალები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

სექტემბერში, მოსახლეობისადმი და პარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა რომ იგი პარლამენტს შესთავაზებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.

არსებული კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო სამი მცდელობის შემდეგ ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტს ან სამი მცდელობის შემდეგ ვერ გამოუცხადებს ნდობას ახალ მთავრობას. თუმცა, პრეზიდენტს არ შეუძლია გამოიყენოს პარლამენტის დათხოვნის უფლებას საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვის განმავლობაში; საომარი ან საგანგებო სიტუაციების დროს; საპრეზიდენტო ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და თუ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები მიმდინარეობს.

არსებული კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს აქვს უფლება მოითხოვოს მთავრობის დათხოვნა, თუმცა ეს მოთხოვნა პრეზიდენტისთვის სავალდებულო არ არის და მას აქვს უფლება ასეთ შემთხვევაში დაითხოვოს მთავრობა ან პარლამენტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version