საააკაშვილი: კიწმარიშვილის განცხადებები ”სრული სისულელეა”

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია თითქოს თბილისს ”აშშ-ს მწვანე შუქი” ჰქონდა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად, ”სრული სისულელეა,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 ნოემბერს.

დანიის პრემიერ-მინისტრთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიწმარიშვილი არ მონაწილეობდა რაიმე სტრატეგიულ ან სამხედრო განხილვებში, რომელსაც მისი ელჩობის დროს ხელისუფლებაში ჰქონდა ადგილი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მისვლამდე გააკეთა. სავარაუდოდ, პრეზიდენტი ამ საკითხს დეტალურად უკვე მოსმენაზე შეეხება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version