სააკაშვილი ბაქოში ენერგეტიკულ სამიტს დაესწრება

პრეზიდენტი სააკაშვილი 14 ნოემბერს ბაქოში გაემგზავრება, სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნების, აზერბაიჯანის, პოლონეთის, თურქეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

სამიტზე განხილული იქნება კასპიის რეგიონიდან დასავლურ ბაზრებზე რუსეთის გვერდის ავლით ენერგორესურსების ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტები.

ევროკომისიამ 13 ნოემბერს ენერგეტიკული პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს იმ ექვს სტრატეგიულ ინიციატივას, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოებისთვის. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. ”გაზის სამხრეთული დერეფანი,” რომლის საშუალებითაც მოხდება გაზის ტრანსპორტირება კასპიის ზღვიდან ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით.  

აშშ-ს დელეგაციას სამიტზე ენერგეტიკის მინისტრი სამუელ ბოდმანი უხელმძღვანელებს.   

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version