სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა

•მე სხვა მიზანი, ღირებულება არ გამაჩნია, გარდა ჩემი ქვეყნისა, ჩემი ხალხისა და თითოეული თქვენთაგანისა; 
•მზად ვარ ჩემი სიცოცხლე გავწირო საქართველოს ბედნიერებისა და თქვენი ბედნიერებისთვის;
•უკიდურესად შეშფოთებული ვარ თბილისის ცენტრში მიმდინარე მოვლენების გამო;
•საპროტესტო აქციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ყველას აქვს უფლება გამართოს დემონსტრაცია და გამოხატოს თავისი აზრი. ხალხს აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი. და მე, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, ყოველთვის დავიცავ გამოხატვის თავისუფლებას;
•დღეს დილით, როდესაც რუსთაველის გამზირი ხალხის მცირე ჯგუფმა ჩაკეტა, თბილისის მერიამ და პოლიციამ გადაწყვიტეს მოძრაობის აღდგენა გამზირზე;
•პოლიცია ისე მოიქცა, როგორც იქცევა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში;
•ჩვენი არაკეთილმოსურეები ახლა ძალიან ხალისობენ;
•ბოლო თვეების მანძილზე ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში შემოდგომაზე არეულობაა მოსალოდნელი. ამ ინფორმაციას ჩვენი დაზვერვა გვაწვდიდა;
•ჩვენ ვიცით, რომ ალტერნატიული მთავრობა უკვე ჩამოყალიბდა მოსკოვში;
•ბოლო დროს რუსეთის კონტრდაზვერვამ საქართველოში საქმიანობა გააძლიერა;
•რუსული კონტრდაზვერვა ცდილობს ფეხი მოიკიდოს ზოგიერთ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას შორის;
•საქართველო უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება;
•ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა [ბადრი პატარკაციშვილმა] ღიად მოუწოდა მთავრობის დამხობისკენ;
•ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, ჩვენ მივიღებთ ყველა ზომებს, რათა აღდგეს წესრიგი თბილისის ქუჩებში და ყველაფერი კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნდეს;
•ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ;
•თუ ჩვენ ნებას დავრთავთ ამ ძალებს საქართველოში დესატაბილიზაცია მოაწყონ, ჩვენ დავკარგავთ შანსს, რომ გვქონდეს მომავალი; ჩვენ დავკარგავთ შანსს, რომ აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა;
•ჩვენ ვერ დავუშვებთ მასობრივ არეულობას, ეს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს;
•მოვუწოდებ ხალხს, რომელიც ახლა ქუჩაშია შეკრებილი, დაიშალონ. ახლა საპროტესტო აქციების დრო არ არის;
•რამდენიმე დიპლომატი რუსეთის საელჩოში არასასურველ პერსონად გამოცხადდა და ისინი მალე დატოვებენ საქართველოს;
•მე თქვენი მხარდაჭერა მჭირდება; მჯერა თქვენი კეთილგონიერების და თქვენი სიბრძნის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version