თორმეტთვიანი ინფლაციის დონემ 9% შეადგინა

სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, თორმეტთვიანი ინფლაციის დონემ სექტემბრის ბოლოსთვის 9% შეადგინა.


საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, კერძოდ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ინფლაციის დონე ”ერთციფრა მაჩვენებელს” არ გასცდებოდა.


სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს ინფლაციის დონემ 8.8% შეადგინა. თუმცა, ბევრმა ეკონომისტმა ოფიციალური მაჩვენებლები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ვლადიმერ პაპავამ მაისში განაცხადა, რომ მას ოფიციალური მონაცემების არ სჯერა.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version