სამხრეთ ოსეთში მომხდარ შეტაკებას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

25 მარტს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ დიდმუხასთან ოს მილიციონერებთან მომხდარი შეტაკებისას ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”ოსინფორმი”.


სამხრეთ ოსეთის მხარის ცნობით, შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც ოსმა მილიციონერებმა ქართველი დივერსანტების ჯგუფი გამოავლინეს.


თუმცა, ქართული მხარის ცნობით, ორი ქართველი პოლიციელი მოკლეს, როდესაც მათ მანქანას ოსი მილიციელები დაესხნენ თავს. ოფიციალური თბილისის განცხადები, მანქანას, რომელიც გეგმიურ პატრულირებას ახორციელებდა, სოფლებს ნიქოზსა და ავნევს შორის ჩაუსაფრდნენ.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version