მოსკოვი შსკ-ს სტამბოლის შეხვედრას მიესალმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოზიტიურად აფასებს სტამბოლში 21-22 მარტს შერეული საკონტროლოს კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეთა არაოფიციალური შეხვედრის შედეგებს და მიესალმება მხარეთა მზადყოფნას გააგრძელონ მოლაპარაკებათა პროცესი შსკ-ს ფორმატში.


23 მარტს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სტამბოლში მიღწეულ იქნა შეთანხმება შსკ-ს პლენარული სხდომის თბილისში გამართვის თაობაზე.


თუმცა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქართულ მხარეს პლენარული სხდომის თაობაზე ჯერ თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს მონაწილეობა დღის წესრიგთან დაკავშირებულ კონსულტაციებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version