გალის სოფლებში აფხაზური მილიციის დამატებითი პუნქტები იხსნება

გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების უმრავლესობაში აფხაზური მილიციის დამატებითი პუნქტები გაიხსება, განაცხადა 2 თებერვალს რუსლან ქიშმარიამ, გალის რაიონში თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა.


მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო უშიშროების საბჭომ მიიღო.


”საჭიროა კარდინალური ზომები აფხაზეთის მოქალაქეების დასაცავად”, – აცხადებს ქიშმარია ბაღაფშის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.


ბოლო პერიოდში გალის რაიონში პატრულირების მეთოდით ხდებოდა მართლწესრიგის დაცვა.


მილიციის დამატებითი პუნქტების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება წინ უსწრებს აფხაზეთის ე.წ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც შესაბამისად 11 თებერვალსა და 4 მარტს გაიმართება.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version