აფხაზური მხარე განმუხურის ინციდენტთან კავშირს უარყოფს

აფხაზური მხარე უარყოფს კავშირს კონფლიქტის ზონაში, სოფელ განმუხურში გამთენიისას მომხდარ ფაქტთან, როცა პოლიციის საგუშაგოზე  შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.


“ცდილობენ [საქართველოს ხელისუფლება და მედია] ჩვენ დაგვადანაშაულონ იმაში, რასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსლან ქიშმარიამ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა გალის რაიონში.  


გალის რაიონის მილიციის უფროსის ლაურენს კოღონიას ინფორმაციით, ქართველი პოლიციელი ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე ქართველ კრიმინალებთან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა, იტყობინება “აფსნიპრესი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version