აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შეტაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

5 იანვარს გამთენიისას, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფელ განმუხურის პოლიციის საგუშაგოზე შეიარაღებული  თავდასხმის შედეგად ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა, იტყობინებიან ტელეკომპანიები “რუსთავი 2“ და “მზე“.


ეს ბოლო შემთხვევაა იმ ინციდენტთა სერიიდან, რომელსაც ბოლო ორი კვირის მანძილზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ჰქონდა ადგილი.


დეკემბრის ბოლოს ორი გავლენიანი აფხაზი მილიციელი მოკლეს. ორივე გალის რაიონის აფხაზურ მილიციაში მსახურობდა. ამ ფაქტს გალის რაიონში აფხაზი სამართალდამცავების გაძლიერებულ რეჟიმზე გადაყვანა მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version